კიევში რუსულ ენას სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამებიდან ამოიღებენ.
გადაწყვეტილება უკრაინის დედაქალაქის საკრებულომ მიიღო.
ბაღებსა და სკოლებში რუსული ენის აკრძალვას 64 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კიევის საკრებულოს დეპუტატის, განათლებისა და მეცნიერების კომისიის ხელმძღვანელის, ვადიმ ვასილუჩკის განცხადებით, რუსეთის ფედერაციასთან ომის პირობებში ბაღებსა და საჯარო სკოლებში რუსული ენის შესწავლა არ არის მართებული.
„რუსეთის ხელმძღვანელობას არა ერთხელ უთქვამს, რომ "რუსეთი აღწევს იქამდე, სადამდეც გავრცელებულია რუსული ენა". ამასთან დაკავშირებით, კიევის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებაში დაძაბულობის ესკალაციისა და კიევის საგანმანათლებლო სივრცის დაცვის საშუალებას მისცემს აგრესორი სახელმწიფოს ჰიბრიდული გავლენებისგან. ენას დიდი მნიშვნელობა აქვს, ომის დროს - ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია“, - განაცხადა ვასილჩუკმა.
დეპუტატის თქმითვე, აღნიშნული გადაწყვეტილება ითვალისწინებს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ქმედებების განხორციელებას, რომლის მიზანია ჯგუფებისა და კლასების რუსულიდან სახელმწიფო ენაზე გადასვლა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press