უკრაინამ ოკუპანტებისგან 45 ჯარისკაცი გაათავისუფლა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
ერმაკის თქმით, უკრაინამ ასევე დაიბრუნა დაღუპული დამცველის ორი ცხედარი.
"მორიგი გაცვლა მოხდა - უკრაინის შეიარაღებული ძალების 45 ჯარისკაცი გაათავისუფლეს. მათ შორის არიან ჯარისკაცები და სერჟანტები, რომლებიც ბრძოლებში იცავდნენ ჩვენს სახელმწიფოს”,- წერს ერმაკი.
შეგახსენებთ, რომ 29 ოქტომბერს უკრაინამ რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან 52 გაათავისუფლა.
ამასთან, 3 ნოემბერს უკრაინასა და რუსეთს შორის პატიმართა ფართომასშტაბიანი გაცვლა მოხდა. სახლში 107 უკრაინელი დაბრუნდა, მათ შორის აზოვსტალის 74 მცველი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press