პროევროპულმა უმრავლესობამ უნდა დავიბრუნოთ პრორუსების მიერ მიტაცებული ძალაუფლება. - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოსთვის ევროპული კარი არ დაიხუროს.
"„ქართული ოცნება“ გაქრა საერთოდ ევროკავშირის მხრიდან, მხოლოდ მტრად აცხადებს ევროკავშირსა და ევროპელ პარტნიორებს, ოპოზიცია ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საქართველოსთვის ეს კარი არ დაიხუროს და არც დაიხურება. ახლა ყველა ელოდება საქართველო მოქალაქეების მხრიდან აქტიურობას პროევროპულმა უმრავლესობამ უნდა დავიბრუნოთ მიტაცებული ძალაუფლება პრორუსების მიერ „ქართული ოცნების“ სახით". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს მათ შორის დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press