Foto

არახამია - ოკუპანტები ან დატოვებენ უკრაინას, ან ჩვენ უზრუნველვყოფთ „ნებაყოფლობითი, დაგეგმილი გაყვანის პირობებს"

ოკუპანტები ან დატოვებენ უკრაინას, ან ჩვენ უზრუნველვყოფთ „ნებაყოფლობითი, დაგეგმილი გაყვანის" პირობებს". - ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინელები არაადროს დანებდებიან და ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ.

"ჩვენ დავპირდით, რომ არავის არ მივტოვებდით. გმადლობთ, რომ გვენდეთ და არ დანებდებით.
ჩვენ გავაფრთხილეთ ოკუპანტები, რომ მათ მხოლოდ სიკვდილი ელოდათ. იმედია, საბოლოოდ ასეც მოხდა. 
ამიტომ, ან  რაც შეიძლება მალე დატოვებენ უკრაინას და საკუთარ სიცოცხლეს გადაარჩენენ. ან ჩვენი შეიარაღებული ძალები უზრუნველყოფენ მათ დონეცკიდან, ლუგანსკიდან, სევასტოპოლიდან და ყველა დაპყრობილი ტერიტორიიდან „ნებაყოფლობითი, დაგეგმილი გაყვანის“ პირობებს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში შევიდნენ, კადრები შუმენსკის რაიონიდან გავრცელდა, ასევე უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუს სამხედროებს მიმართავს და ხერსონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით წერს, რომ ხერსონი უკრაინის კონტროლს უბრუნდება.