ჩვენ მზად ვიქნებით რუსეთთან სასაუბროდ - ოღონდ სხვა რუსეთთან, რომელიც მზად არის აღიაროს, რომ ისინი ოკუპანტები არიან,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ოკუპანტებმა უნდა დააბრუნონ ყველაფერი - მიწა, უფლებები, თავისუფლება, ფული და რაც მთავარია, სამართლიანობა.
„რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტისგან ულტიმატუმის გარდა, არაფერი მსმენია. მაგრამ მე არ დამიხურავს კარი - მე ვთქვი, რომ ჩვენ მზად ვიქნებით რუსეთთან სასაუბროდ - ოღონდ სხვა რუსეთთან. იმასთან, რომელიც ნამდვილად მზად არის მშვიდობისთვის, რომელიც მზად არის აღიაროს, რომ ისინი ოკუპანტები არიან... მათ უნდა დააბრუნონ ყველაფერი - მიწა, უფლებები, თავისუფლება, ფული და რაც მთავარია, სამართლიანობა.
ჯერჯერობით მე არ მსმენია მსგავსი განცხადებები რუსეთის ფედერაციისგან - არც პუტინისგან და არც ვინმე სხვისგან“,- განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის ლიდერებს კონფიდენციალურად მოუწოდებს ღიად აჩვენონ, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზად არიან და საჯაროდ არ თქვან უარი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.
მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირების მოთხოვნა არაა მიმართული უკრაინის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანაზე, არამედ ეს ემსახურება საერთაშორისო მხარდამჭერების თვალში მორალური უპირატესობის შენარჩუნებას, ასევე, მხარდაჭერის უზრუნველყოფას იმ ქვეყნებისგან, რომლებიც შესაძლოა, ომის ხანგრძლივობით იყვნენ შეშფოთებულები.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყავე...
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
Mana press