Foto

იუკნევიჩიენე - „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ ევროპარლამენტარებისგან კიდევ უფრო მკაცრი ენა მიიღოს

„ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ ევროპარლამენტარებისგან საბოლოო ანგარიშში კოდევ უფრო მკაცრი ენა მიიღოს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ "მთავარ არხთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება" თანამშრომლობის ნაცვლად, მუდმივად იგნორირებას უკეთებს ევროპარლამენტს, რაც საქართველოს ევროპულ ინტერესს ეწინააღმდეგება.

"საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე, ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა ერთიანი შეთანხმებული ვარიანტი მივიღეთ, იქნებოდა ეს მემარჯვენე თუ მემარცხენე ძალა. „ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ კოდევ უფრო მკაცრი ენა მიიღოს ებროპარლამენტარებისგან საბოლოო ანგარიშში, მათ არ ესმით ევროპარლამენტში პროცედურები, რას ნიშნავს საერთო პოლიტიკური შეფასება, რას ნიშნავს ცვლილებები და დამატებები. აღმოსავლეთ პარტნიორების ყველა ქვეყანა ცდილობს, გაიგოს და კარგად გაითავისოს, რას ამბობს ევროპარლამენტი, იმუშაონ მასთან ერთად, ქართული ოცნება კი თანამშრომლობის ნაცვლად, მუდმივად იგნორირებას უკეთებს ევროპარლამენტს, რაც საქართველოს ევროპულ ინტერესს ეწინააღმდეგება",  - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო და სწორედ ამ რეზოლუციის ერთ-ერთი შენიშვნა ეხება ნიკა გვარამიას საქმეს, სადაც ევროპარლამენტარები საქმის გადახედვას ითხოვდნენ, ასევე მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობასა, და რეზოლუციის თანახმად, უნდა მოგვარდეს ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.