Foto

ნაყოფია ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებზე - მიხეილ სააკაშვილს არ მოსწონს და არ ერევა ამ პროცესებში

მიხეილ სააკაშვილს არ მოსწონს და არ ერევა ამ პროცესებში. - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ყველა უნდა გაერთიანდეს და იფიქროს იმაზე, თუ როგორ შეცვალონ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" და არა იმაზე, ვინ იქნება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე.

"ამოცანა, რომელიც დღეს ოპოზიციის წინაშე დგას, ეს არის ნიკა გვარამია ციხეში გვყავს და ნიკა გვარამია არის გასათავისუფლებელი, და ზოგადად, ქვეყანაში, არის რეჟიმი შესაცვლელი. ჯობია, ვიყოთ კონცენტრირებული და კონსოლიდირებული ამ აზრის ირგვლივ. და რა დროს, ეხლა, "ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნები და რა დროს ეს თემაა, როდესაც ბევრად მნიშვნელოვანი თემა არსებობს დღეს ჩვენს ქვეყანაში. ქვეყანას ვკარგავთ და ჯობია, ამაზე ვიფიქროთ, ამის ირგვლივ ვკონსოლიდირდეთ და ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შევცვალოთ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" და არა იმაზე, ვინ იქნება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე. ჩემზე ნამდვილად არ აქვს ამ ადამიანს გავლენა. 
მიხეილ სააკაშვილი არ ერევა ამ პროცესებში. ეს შემიძლია დანამდვილებით გითხრათ. არ ერევა, რა თქმა უნდა, არ მოსწონს და მიაჩნია, რა დროს ეგაა". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ,რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამის შესახებ ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გუშინ განაცხადა.