გაეროს პირველი ჰუმანიტარული კოლონა გათავისუფლებულ ხერსონში ჩავიდა. - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მათივე თქმით, ჰუმანიტარულმა კოლონამ ხერსონში საკვები, წყალი, სამშენებლო მასალები ჩაიტანა.
"გაეროს პირველი ჰუმანიტარული კოლონა გათავისუფლებულ ხერსონში ჩავიდა, ჰუმანიტარულმა კოლონამ ხერსონში საკვები, წყალი, სამშენებლო მასალები, საწოლები და მზის ენერგიაზე მომუშავე ფარნები ჩაიტანა". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში შევიდნენ, კადრები შუმენსკის რაიონიდან გავრცელდა, ასევე უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუს სამხედროებს მიმართავს და ხერსონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით წერს, რომ ხერსონი უკრაინის კონტროლს უბრუნდება.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press