Foto

მედია - სერგეი ლავროვმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე დაგეგმილი პროგრამა დაასრულა და სამიტი დატოვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა G20-ის სამიტი უკვე დატოვა.. - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე თქმით, ლავროვმა სამიტზე დაგეგმილი პროგრამა დაასრულა და რუსეთში გაფრინდა, თუმცა სამიტი ჯერ არ დასრულებულა და ის 16 ნოემბერსაც გრძელდება.

"რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე დაგეგმილი პროგრამა დაასრულა და რუსეთში გაფრინდა". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიხსნა. სამიტზე განსახილველი მთავარი საკითხები უკრაინის ომი და ინფლაცია იქნება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც ინდონეზიაში ჩასვლა გადაიფიქრა, G20-ის სამიტს არც ვირტუალურ რეჟიმში ესწრება. ეს გადაწყვეტილება "პუტინის განრიგს და რუსეთში ყოფნის აუცილებლობას უკავშირდება". რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი, სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობს.