უკრაინამ აშშ-ს შეატყობინა, რომ პოლონეთის საზღვართან რაკეტის მოგერიება სცადეს.- ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მათივე თქმით, არაა ცხადი, არის თუ არა ეს ის რაკეტა, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდა.
შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მასიური სარაკეტო თავდასხმისას, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის საზღვრიდან 65 კილომეტრში მდებარე ფერმაში მოხდა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნა და გამოიძახა რუსეთის ფედერაციის ელჩი. ამავე დროს, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს „დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა“.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას.
პოლონეთის მოთხოვნით, ნატო-ს ელჩები, 16 ნოემბერს, ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეხვდრას გამართავენ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press