Foto

ხერსონის დეოკუპირებულ ნაწილში 63 ნაწამები ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

ხერსონის ოლქში სამართალდამცავებმა 63 ნაწამები ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს,- ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, დენის მონასტირსკიმ "United News"-ის ეთერში განაცხადა.

როგორც ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში წამებულთა ექსჰუმაცია უკვე მიმდინარეობს.

„ჩვენ ვიპოვეთ 63 ნაწამები ცხედარი ხერსონის ოლქში, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ძებნა ახლახან დაიწყო“,- განაცხადა მონასტირსკიმ.

მისივე თქმით, ომის დანაშაულების მოტივით 436 საქმე აღიძრა.

„საერთო ჯამში, 436 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ომის დანაშაულების მოტივით“, - დასძინა მონასტირსკიმ.

გარდა ამისა, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ განთავისუფლებულ ქალაქ ხერსონში დამპყრობელთა კიდევ ერთი „წამების საკანი“ აღმოაჩინეს.