რუსმა ოკუპანტებმა დილით უკრაინაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს. Unian-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საჰაერო იერიში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა.
7:30-8:00 საათების შუალედში, უკრაინის ყველა რეგიონში, საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება გამოცხადდა.
მიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ვიტალი კიმი იტყობინება, რომ პირველი რაკეტები 8:00 საათზე გამოჩნდა.
დაახლოებით, 8:30 საათზე Суспільне Дніпро-მ განაცხადა, რომ ქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა. შემდგომში კი, ცნობილი გახდა, რომ დნეპრის ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში, ჩერკასის, პოლტავასა და ხარკოვის რეგიონებში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ ცნობები ვრცელდება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press