რეალობა ისაა, რომ საქართველოში უზარმაზარი უკუსვლა მოხდა, - ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატის საგარეო კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა.
შაჰინი მიიჩნევს, რომ უმჯობესია, თუ საქართველოს ქცევა მიბმული იქნება შეერთებული შტატების მხრიდან გამოყოფილ დახმარებას და მოვლენებიდან გამომდინარე დარეგულირდება.
"რეალობა ისაა, რომ საქართველოში უზარმაზარი უკუსვლა მოხდა. ჩვენ კი, მნიშვნელოვან დახმარებას ვუწევთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად. მე ერთის მხრივ ვამტკიცებ, რომ, შესაძლოა, ეს დახმარება საქართველოს ქცევას უნდა დავუკავშიროთ და ამ ქცევაზე იყოს მიბმული, დამოკიდებული. სახელმწიფო დეპარტამენტისა და პალატის წარმომადგენლებმა მოლაპარაკების ბოლო რაუნდში დამიმტკიცეს, რომ ამის გაკეთება, შესაძლოა, კარგი არ ყოფილიყო. მაგრამ, მგონი უნდა ვიფიქროთ, ხომ არ არის დრო, გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით",- განაცხადა სენატორმა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press