როცა გეუბნებიან, რომ რაღაცაში უკუსვლა გაქვს - რაში? - უნდა გვითხრან, - ასე ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანი სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში უზარმაზარი უკუსვლა მოხდა.
დავითულიანი აცხადებს, რომ სენატორისგან განმარტებები არ მოუსმენია.
"როცა გეუბნებიან, რომ რაღაცაში უკუსვლა გაქვს - რაში? - უნდა გვითხრან. ეს არ მომისმენია ამ კონკრეტულ შემთხვევაში... თუ ამას განგვიმარტავენ, რასთან შედარებით არის უკუსვლა, თუ იმასთან შედარებით, როდესაც ნახევარი ქვეყანა ციხეში იჯდა და წამების მსხვერპლი იყო თუ იმასთან შედარებით, რაც შარშანწინ ხდებოდა. იქნებ, ეს მოვისმინოთ", - უთხრა ჟურნალისტებს დავითულიანმა.
ცნობისთვის, სენატორმა, ჯინ შაჰინმა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება სენატის საგარეო კომიტეტის მოსმენაზე გააკეთა.
შაჰინმა აღნიშნა, რომ "მგონი უნდა ვიფიქროთ, ხომ არ არის დრო, გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით".
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press