აშშ-ს დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის "ენჯეოებზე", დაფინანსდებიან თუ არა, ამაზე იდარდონ "ენჯეოებმა", - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს დაფინანსების საკითხის გადახედვასთან დაკავშირებით სენატორ ჯინ შაჰინის გზავნილს.
კობახიძე საქართველოში არსებულ ვითარებაზე სენატორის განცხადებას უწოდებს უსამართლო კრიტიკას, რომელსაც მისი თქმით, ფასი არ აქვს.
"აშშ-ს დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის "ენჯეოებზე", ამიტომ ეს ნაკლებად არის ჩვენთვის საინტერესო პრაქტიკული თვალსაზრისით. რაც შეეხება უსამართლო კრიტიკას, ჩვენთვის უსამართლო კრიტიკას არ აქვს ფასი. ფასი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ისეთ კრიტიკას, რომელსაც აქვს კონკრეტული საფუძველი. ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ უსამართლო კრიტიკა, რასაც ჩვენთვის ფასი ვერ ექნება. "ენჯეოები" დაფინანსდებიან თუ არა, ამაზე იდარდონ "ენჯეოებმა", - აცხადებს მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე.
ცნობისთვის, სენატორმა, ჯინ შაჰინმა საქართველოს დაფინანსებასა და ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
"რეალობა ისაა, რომ საქართველოში უზარმაზარი უკუსვლა მოხდა. ჩვენ კი, მნიშვნელოვან დახმარებას ვუწევთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად. მე ერთის მხრივ ვამტკიცებ, რომ შესაძლოა, ეს დახმარება საქართველოს ქცევას უნდა დავუკავშიროთ და ამ ქცევაზე იყოს მიბმული, დამოკიდებული. სახელმწიფო დეპარტამენტისა და პალატის წარმომადგენლებმა მოლაპარაკების ბოლო რაუნდში დამიმტკიცეს, რომ ამის გაკეთება, შესაძლოა, კარგი არ ყოფილიყო. მაგრამ, მგონი უნდა ვიფიქროთ, ხომ არ არის დრო, გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით", - განაცხადა სენატორმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press