Foto

რუსული აგრესიის შემდგომი ესკალაციისგან უკრაინასა და ევროპას მხოლოდ ჩვენი ცის დაცვა უზრუნველყოფს - ზელენსკი

ჩვენ ისევ ვუმეორებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ მხოლოდ უკრაინის ცის სრულად დაცვა უზრუნველყოფს როგორც უკრაინის, ასევე ევროპის უსაფრთხოებას რუსული აგრესიის შემდგომი ესკალაციისგან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსეთმა უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხი უნდა აგოს, რაც მყარი და ხანგრძლივი მშვიდობის გარანტიას შექმნის. 

"როდესაც ყველა მკვლელს და ჯალათს გაასამართლებენ, როცა მათი მეთაურები მიიღებენ სამართლიან სასჯელებს, როდესაც რუსეთი აანაზღაურებს თავისივე აგრესიით მიყენებულ ყველა ზარალს, ეს იქნება ძალიან მყარი საფუძველი ხანგრძლივი მშვიდობისთვის.

ჩვენ ისევ ვუმეორებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ მხოლოდ უკრაინის ცის სრულად დაცვა უზრუნველყოფს როგორც უკრაინის, ასევე ევროპის უსაფრთხოებას რუსული აგრესიის შემდგომი ესკალაციისგან და აუცილებლად უბიძგებს რუსეთს ომის რეალურად შეწყვეტისკენ. არა იმ პროპაგანდისკენ, რომელიც დღეს კრემლიდან ისმის, თითქოსდა მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შესახებ, სინამდვილეში კი, დროის მოსაგებად და ახალი დარტყმებისთვის ძალის მოსაკრებად, არამედ ნამდვილი მშვიდობისკენ”, - განაცხადა ზელენსკიმ.