ევროპარლამენტი შეთანხმდა ტექსტზე, რაც რუსეთს ტერორიზმის მხარდამჭერად აღიარებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ევროპარლამენტი აღიარებს რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ და სახელმწიფოდ, რომელიც ტერორიზმის გზებს მიმართავს.
„ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ოთხსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მივაღწიეთ შეთანხმებას ტექსტზე.
მთავარი ხაზი არის: ევროპარლამენტი აღიარებს რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ და სახელმწიფოდ, რომელიც ტერორიზმის გზებს მიმართავს“ - წერს კუბილიუსი.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტი რეზოლუციის განხილვას 21-24 ნოემბრის სესიაზე გეგმავს.
ამასთან, 13 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის ფედერაციას ტერორისტულ რეჟიმად მოიხსენიებს.
ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გახდა პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press