ეს ადამიანები რომ ყოფილიყვნენ დღეს ხელისუფლებაში, ანუ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მოკავშირეები და პარტნიორები, რომლებსაც სურდათ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში, კითხვა მინდა დავუსვა ნებისმიერ მოქალაქეს, ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ მართლაც იქნებოდა მეორე ფრონტი და პოლიგონად გადააქცევდნენ ჩვენს ქვეყანას, ვინმეს ეპარება ეჭვი? - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, ოპოზიცია საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნის გარდა, საზოგადოების მღელვარების გამოწვევას და მის ფონზე რევოლუციის მოწყობას გეგმავდა.
"ხელისუფლებაში არ არიან და ყველაფერს აკეთებენ, რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო და ესენი რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, დაანგრევდნენ ქვეყანას, დაანგრევდნენ ქვეყანას საბოლოოდ, ჩააბარებდნენ რუსეთს და ქვეყანა დაკარგავდა სუვერენტიტეს. ამას აკეთებდნენ აქციების გამართვით, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, შემდეგ რევოლუციების მოწყობა მათი ამოცანა იყო, შემდეგ კანდიდატის სტატუსის არმინიჭებაზე რა რეაქციაც იყო, ჩვენ კარგად გვახსოვს. მათი გათვლა იყო შემდეგი, პირდაპირ უნდა ითქვას - მოხდებოდა საზოგადოების მღელვარება და რევოლუცია, ესეც ჩაუვარდათ. მიზანი რა არის? მიზანი მარტო ხელისუფლებაში მოსვლა კი არაა, მათ პარტნიორებს უკრაინაში რომ შეუსრულონ დავალებები. ეს პირდაპირ თქვეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ ეს მთავრობა - ჩვენ გვგულისხმოდნენ - არ არის ომისთვის მზად, არ არის ომის მთავრობა. რომ ყოფილიყო სააკაშვილი ხელისუფლებაში, იქნებოდა ომი. ამაზე მეტი მტკიცებულება რა გინდათ?" - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ცნობისთვის, კანონმდებლები დღეს პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ. ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, თამარ კორძაიას, როსტომ ჩხეიძისა და ნატო ჩხეიძის მიერ გაგზავნილ კითხვებს უნდა უპასუხოს.
შეკითხვები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხება.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press