მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია, სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არცერთი დაავადება. - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ხანგრძლივობა დაემთხვევა "ვივა მედში" ყოფნის პერიოდს, ამაზე პასუხისმგებელი იქნება.
"ექსპერტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ის ნიშნები, რომლებიც მოწამვლას ახასიათებს, ის ელემენტები აღმოჩენილია ბიოფსიური კვლევის შედეგად მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში. ეს არის საფუძველი ითქვას, რომ არის მოწამლული, სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არცერთი დაავადება. თუ ხანგრძლივობა დაემთხვევა "ვივა მედში" ყოფნის პერიოდს, ბუნებრივია, ამაზე პასუხისმგებელი იქნება "ვივა მედი", თუ არადა მაშინ იქ, სადაც მანამდე იყო". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს მარცხენა ხელი ატროფირებული აქვს და ძნელად ამოძრავებს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press