ზაპოროჟიეს დაბომბვის შედეგად, 123 მაღალსართულიანი შენობა გათბობის გარეშე დარჩა. -ამის შესახებ სამხარეო ადმინისტრაციის უფროსმა, ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა.
მისივე თქმით, მთლიანობაში 17 000 აბონენტი ცხოვრობს გათბობის გარეშე დარჩენილ სახლებშიმთლიანობაში 17 000 აბონენტი ცხოვრობს გათბობის გარეშე დარჩენილ სახლებში.
"ზაპოროჟიეზე თავდასხმის შედეგად 123 მაღალსართულიანი შენობა გათბობის გარეშე დარჩა - 60 სახლში გათბობის სისტემები უკვე დაჩაირთო, მთლიანობაში 17 000 აბონენტი ცხოვრობს გათბობის გარეშე დარჩენილ სახლებში, დანარჩენ სახლებში გათბობა დღეს 23:00 საათამდე უნდა აღდგეს". - ნათქვამია განცხადებაში.
10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე.
როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press