თურქეთმა ჩრდილოეთ სირიასა და ჩრდილოეთ ერაყში მდებარე ქურთი მებრძოლების ბაზებზე ავიადარტყმები განახორციელა. არაოფიციალური ინფორმაციით, სირიის სასაზღვრო ქალაქ კობანში 12 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.
Reuters-ი თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ საჰაერო დარტყმების სამიზნე იყო უკანონო ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) და სირიის ქურთული YPG მილიციის ბაზები, რომლებიც PKK-ის ფრთაა.
თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ აღნიშნული ბაზები გამოიყენებოდა თურქეთზე თავდასხმების განსახორციელებლად.
თურქეთის მთავრობის განცხადებით, 13 ნოემბერს, სტამბოლში, ისტიკლალის გამზირზე მომხდარ აფეთქებაში, რომლის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაშავდა, ქურთი მებრძოლები მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ აფეთქებაზე არც ერთ დაჯგუფებას პასუხისმგებლობა არ აუღია.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press