ბულგარეთში, სტამბოლში მომხდარ აფეთქებასთან კავშირში ბრალდებული 5 ადამიანი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბულგარეთის მთავარი პროკურორის, ივან გეშევის განცხადებით, დაკავებულებს შორის მოლდოვის 3 მოქალაქე და 2 სირიელი ქურთია.
"ხუთ პირს ბრალი წარედგინა ორი მუხლით - ქვეყნის ფარგლებს გარეთ ტერაქტების ორგანიზებაში თანამონაწილეობისა და ადამიანებით ვაჭრობისთვის", - განაცხადა გეშევმა და დასძინა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ ბულგარეთს ეჭვმიტანილების ექსტრადირება უკვე სთხოვა.
შეგახსენებთ, აფეთქება ისტიკლალის გამზირზე, სტამბოლის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ქუჩაზე 13 ნოემბერს მოხდა. აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 80-ზე მეტი დაშავდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა თურქეთის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ დამნაშავეები ქურთი სეპარატისტები არიან.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების საპასუხოდ, თურქეთმა ჩრდილოეთ სირიასა და ჩრდილოეთ ერაყში მდებარე ქურთი მებრძოლების ბაზებზე ავიადარტყმები განახორციელა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press