ნაკლებად სავარაუდოა, რომ ომი 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდეს, - ასე პასუხობს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ვოლოდიმირ გავრილოვს, რომლის ვარაუდითაც, ომი მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება.
ერმაკის თქმით, მსგავსი პროგნოზი "ოცნებასავით ჟღერს", რადგან ომის დასრულება გავრილოვის მიერ გამოცხადებულ ვადებში ძნელად შესაძლებელი იქნება.
"უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ეს ფრაზა როგორც ოცნება ისე ჟღერს. რა თქმა უნდა, მილიონობით უკრაინელი ოცნებობს, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, თუმცა მე უფრო რეალისტი ვიქნები. არ ვარ მზად, დავასახელო ზუსტი დღე და დრო, როდის გავიმარჯვებთ, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება... ყოველდღე, ყოველ წუთს ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი საერთო გამარჯვება პარტნიორებთან ერთად, რაც შეიძლება მალე მოვიდეს", - განაცხადა ერმაკმა.
პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად უარყოფითი პროგნოზებისა, რომლებიც კეთდებოდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში, ახლა მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა დარწმუნებულია უკრაინის გარდაუვალ გამარჯვებაში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press