თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე სააკაშვილის ოჯახის წევრები, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები და მოქალაქეები არიან შეკრებილი.
ისინი სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანასა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ.
მთავრობის ადმინისტრაციასთან მობილიზებულია პოლიცია.
ცნობისთვის, პრეზიდენტის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა გუშინ, 19 ნოემბერს განაცხადა, რომ "მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია, სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არც ერთი დაავადება".
ადვოკატის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას დღეს სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა.
უწყებამ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ "მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია".
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press