ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ისევ დაბომბეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია სახელმწიფო კომპანია Energoatom-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
Energoatom-ის ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ელექსტროსადგურზე რუსებმა 12 დარტყმა განახორციელეს.
„დაზიანდა სპეციალურ შენობებთან საკომუნიკაციო ესტაკადები, წყლის შესანახი ავზები, ორთქლის გენერატორის გამწმენდი სისტემა და სადგურის სხვა ინფრასტრუქტურული აღჭურვილობა. ინფორმაცია დაზიანებისა და ნგრევის შესახებ ამ დრომდე ზუსტდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიეს ელექტროსადგური რამდენჯერმე დაიბომბა. 6 ნოემბერს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ატომური ელექტროსადგური უკრაინის ელექტროსისტემას ისევ დაუკავშირდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press