საფრანგეთმა უკრაინას საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად Crotale საზენიტო-სარაკეტო სისტემები გადასცა. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნიუმ ფრანგულ არხ BFMTV-ს განუცხადა.
მინისტრის თქმით, უკრაინას, საჰაერო თავდაცვის სისტემების გარდა, სახმელეთო შეტევისთვის საჭირო ტექნიკაც გადაეცა.
"ჩვენი სამხედრო დახმარება რომ შევაჯამოთ, ვართ ერთ-ერთი დიდი კონტრიბუტორი და ხუთეულში ვიკავებთ ადგილს", - აცხადებს ლეკორნიუ და დასძენს, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გაგრძელდება.
მისივე თქმით, უკრაინის არმია რადარებს ითხოვს და მოთხოვნა ამჟამად "მოლოდინის რეჟიმშია".
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press