მოსკოვის ცენტრში, კომსომოლსკაიას მოედანზე გაჩენილ ხანძარს 7-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას პროპაგანდისტული "რია ნოვოსტი" ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცეცხლი გუშინ, 20 ნოემბერს რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, ორსართულიანი აგურის საწყობის შენობას გაუჩნდა.
როგორც გამოცემა წერს, საგამოძიებო ორგანოები აცხადებენ, რომ საქონელი საწყობში არასწორად იყო შენახული. უფრო მეტს კი, სპეციალური საგამოძიებო კომიტეტი დაადგენს. ამ დროისთვის მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს.
შემთხვევის ადგილზე, ცეცხლის სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო მოსკოვის საგანგებო სიტუაციების სამსახურის 42 ერთეული ტექნიკა, 121 მეხანძრე-მაშველი და სპეციალური სახანძრო მატარებელი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press