ვინც ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ძლიერი აფეთქებების უკან დგას - ის ცეცხლს ეთამაშება,- ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა.
მისი თქმით, შაბათ-კვირას, ელექტროსადგურზე მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა დააზიანა შენობები, სისტემები და აღჭურვილობა.
მისივე თქმით, სადგურის დაბომბვა, რომელიც 19 ნოემბერს საღამოს დაიწყო და 20 ნოემბერს დილით გაგრძელდა, ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური იყო ბოლო თვეებში. ადგილზე რადიაციის დონე ნორმალურია და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა. ასევე არ დაზარალდა ZNPP-ის გარე ელექტრომომარაგება, რომელიც კონფლიქტის დროს რამდენჯერმე დაირღვა.
„კიდევ ერთხელ, ჩვენ გაგვიმართლა, რომ პოტენციურად სერიოზული ბირთვული ინციდენტი არ მომხდარა. შემდეგ ჯერზე შეიძლება ასე არ გაგვიმართლოს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ შემდეგი დრო არ იქნება,”- განაცხადა გროსიმ.
გროსის თქმით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა რადიოაქტიური ნარჩენების შესანახი შენობა, ერთ-ერთი რეაქტორის ელექტრო კაბელი, ასევე ხიდი მეორე რეაქტორსა და ადმინისტრაციულ შენობებს შორის.
შეგახსენებთ, რომ შაბათ-კვირას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რამდენჯერმე დაბომბეს.
რუსები და უკრაინელები თავდასხმაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press