ყაზახეთში, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი 81.31%-ით ლიდერობს. აღნიშნულ ინფორმაციას Tengri News-ი ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თოყაევმა არჩევნების ამ დროისთვის არსებული შედეგები შეაჯამა და განაცხადა, რომ მისთვის ხალხის ნდობა და მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია.
„რა თქმა უნდა, ველოდებით არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, თუმცა უკვე შეიძლება ითქვას, რომ ხალხმა დამაჯერებელი ნდობა გამომიცხადა მე, როგორც პრეზიდენტს. ხალხის ნდობა ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა. ჩვენ უნდა გავამართლოთ ის. დღეიდან, 21 ნოემბრიდან, ყველა მუშაობას უნდა შევუდგეთ“, - განაცხადა თოყაევმა არჩევნების შედეგებზე.
ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, ნურლან აბდიროვმა თქვა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა ამომრჩეველთა თითქმის 70%-მა, ანუ 8,3 მილიონმა ადამიანმა მიიღო. მათგან, დაახლოებით, 6,5 მილიონმა ადამიანმა ხმა მოქმედ პრეზიდენტს მისცა. თოყაევის კონკურენტებმა კი, ხმების, დაახლოებით, 2-3% მიიღეს.
რეგიონული კვლევების საერთაშორისო ღია საზოგადოების ინსტიტუტის მონაცემებით, ამომრჩეველთა 5,2%-მა ხმა ყველა კანდიდატის წინააღმდეგ მისცა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press