რუსმა ოკუპანტებმა დილის საათებში ხერსონი დაბომბეს. უკრაინული მედია ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები.
ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, იური სობოლევსკის განცხადებით, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშის შედეგად, მშვიდობიან მოქალაქეებს შორის არიან დაჭრილებიც.
"ისევ დაბომბეს ხერსონი. ისევ დაარტყეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. არიან დაჭრილები, მიმდინარეობს მათი სამედიცინო დახმარება", - წერს იური სობოლევსკი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ოკუპანტებმა დღეს ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის რაიონში საცხოვრებელ კორპუსზეც მიიტანეს იერიში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press