ინდონეზიის კუნძულ იავაზე 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. BBC-ის ცნობით, მიწისძვრას სულ მცირე 56 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით მოქალაქე კი, დაშავებულია.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ციანჯურში, ათი კილომეტრის სიღრმეზე იყო.
სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ღინისძიებები მიმდინარეობს.
ოფიციალური პირები მსხვერპლთა რაოდენობის ზრდას არ გამორიცხავენ და მოსახლეობას განმეორებითი ბიძგების შესახებ აფრთხილებენ.
როგორც BBC წერს, ტერიტორია, სადაც მიწისძვრა მოხდა, მჭიდროდ არის დასახლებული და მიდრეკილია მეწყერისკენ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press