ახალმა ზელანდიამ რუსეთისა და ბელარუსის 22 მოქალაქეს სანქციები დაუწესა. - ამის შესახებ ინფორმაციას ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნანაია მაჰუტამი ავრცელებს.
მისივე თქმით, სანქციები ეხება ელიტის 22 წევრს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინაში უკანონო შეჭრას.
"ახალმა ზელანდიამ რუსეთისა და ბელარუსის 22 მოქალაქეს სანქციები დაუწესა, სანქციები ეხება მათი ელიტის 22 წევრს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინაში უკანონო შეჭრას და დაჯილდოვდნენ მათი ერთგულებისთვის სიმდიდრითა და გავლენით". - ნათქვამია განცხადებაში.
10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე.
როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press