ნორვეგია უკრაინას ზამთარში გაზის შესასყიდად 195 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს.
უკრაინული მედია ნორვეგიის მთავრობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერა.
„უკრაინამ სპეციალურად მიმართა ნორვეგიას, მხარი დაუჭიროს ბუნებრივი აირის შესყიდვისას ზამთარში. დრო კრიტიკულია და ჩვენ მოხარული ვართ, რომ EBRD არის ჩვენი პარტნიორი გაზის შესყიდვაში. მნიშვნელოვანია მხარდაჭერის მიწოდება საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს დაფინანსების ეფექტურ და გამჭვირვალე გამოყენებას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press