Foto

ჩინეთში, ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 36 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთის ჰენანის პროვინციაში, ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. 

აღნიშნულ ინფორმაციას Reuters ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხანძარი ქალაქ ანიანში, ე.წ. მაღალტექნოლოგიურ ზონაში გაჩნდა. 

სტიქიის ადგილზე 63 სახანძრო მანქანა მუშაობდა. 

მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ შემთხვევის ადგილზე დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად ფსიქოლოგები მუშაობდნენ.