ჩინეთში, ბოლო 6 თვის განმავლობაში, ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შაბათის შემდეგ, დედაქალაქ პეკინში კიდევ 3 ინფიცირებული დაიღუპა, რითაც ქვეყანაში, COVID-19-ის მსხვერპლთა რიცხვი 5 229-მდე გაიზარდა.
როგორც BBC წერს, კვირას, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 24 730 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც აპრილში ინფიცირების დღიურ პიკს მიუახლოვდა.
მთავრობამ, რომელიც აცხადებს, რომ ქვეყანა მძიმე COVID-გამოცდის წინაშე დგას, 21-მილიონიან პეკინში შეზღუდვები დააწესა.
პეკინში, ჰაიდიანისა და ჩაოიანგის რაიონებში მაღაზიები, სკოლები და რესტორნები უკვე დაკეტილია.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press