უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, სულ მცირე 6 595 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 10 189 დაშავდა. ამის შესახებ საუბარია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშში, რომელსაც უკრაინული მედია აქვეყნებს.
გარო-ს მონაცემების მიხედვით, დაღუპულთა შორის 2 575 მამაკაცი, 1 767 ქალი, 172 გოგონა და 206 ბიჭი, 37 ბავშვი და 1 838 ზრდასრულია, რომელთა სქესის დადგენა ვერ მოხერხდა.
ანგარიშის თანახმად, მშვიდობიანი უკრაინელების დაღუპვა ან დაშავება უმეტეს შემთხვევაში გამოწვეული იყო მძიმე არტილერიისა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან დაბომბვის შედეგად, ასევე სარაკეტო და საჰაერო დარტყმებით.
მოქალაქეების დაღუპვის ყველაზე მეტი შემთხვევა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში დაფიქსირდა.
გაერო აღნიშნავს, რომ დაღუპულთა რეალური რაოდენობა, შესაძლოა, ბევრად მეტი იყოს, რადგან ბრძოლის ველიდან ინფორმაციის მიღება დაგვიანებით ხდება.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press