უკრაინასა და რუსეთს შორის დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების მორიგი გაცვლა მოხდა. კიევმა 33 გმირის ცხედარი დაიბრუნა,- ამის შესახებ საგანგებო ვითარებაში დაკარგული პირების კომისარმა, ოლეგ კოტენკომ განაცხადა.
კოტენკოს თქმით, უკრაინელი სამხედროების ცხედრების დაბრუნებაზე რეინტეგრაციის სამინისტრო მუდმივად მუშაობს.
"ცხედრების გადაცემის შესახებ მოლაპარაკებების პროცესი მუდმივად გრძელდება. ჩვენ ერთად ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე დავუბრუნოთ დამცველების ცხედრები ოჯახებს, რათა მათ შეძლონ ადეკვატურად მიაგონ პატივი მათ ხსოვნას", - განაცხადა კოტენკომ.
შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინამ კიდევ 38 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა.
აღსანიშნავია, რომ თავად რუსეთი არ აკეთებს საკუთარი გარდაცვლილი ჯარისკაცების აღრიცხვას, რათა არ მოხდეს მათი სრული რაოდენობის დადგენა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press