რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორეხოვში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრი დაბომბეს. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა.
ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ სტარუხმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჭურვი ჩამოვარდა იმ ადგილის მახლობლად, სადაც მოსახლეობას პურს ურიგებდნენ.
"ხალხი ცოტა იყო. ისინი იცავენ წესებს, რათა არ მოხდეს მასობრივი შეკრება. მიუხედავად ამისა, ჭურვი პურის განაწილების პუნქტთან დაეცა. დაიღუპა სოციალური მუშაკი და დაჭრა ორი ქალი", - თქვა სტარუხმა.
მომხდარზე კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმაც.
"რუსი ტერორისტები ბომბავენ ჰუმანიტარული მიწოდების პუნქტებს და აგრძელებენ ბირთვულ შანტაჟს - სამხედრო დამარცხებულთა სამარცხვინო ტაქტიკა", - დაწერა ანდრეი ერმაკმა Telegram-ზე.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press