ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 15 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს, 17 წლის ე.ც.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობის შესახებ. პროკურორის განმარტებით, მკვლელობაში ბრალდებულმა ე.ც.- მ დანაშაულის ის ნაწილი აღიარა, რომელიც ცივი იარაღის გამოყენებას შეეხებოდა.
შეგახსენებებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ე.ც. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს - 2007 წელს დაბადებულ ს.მ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press