ამ რთულ დროში გისურვებთ ყველა ღვთაებრივ სიკეთეს. - ამის შესახებ საქართველოს პატრიარქმა, ილია II-მ განაცხადა და რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა.
მილოცვვის ტექტს უცვლელად გთავაზობთ :
"მის უწმინდესობას კირილეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს თქვენო უწმინდესობავ! ქრისტეში სიყვარულით გილოცავთ თქვენს დაბადების დღეს! ამ რთულ დროში გისურვებთ ჯანმრთელობას და ყველა ღვთაებრივ სიკეთეს. გისურვებთ, ასევე, რომ თქვენი და საერთო ძალისხმევით რაც შეიძლება მალე აღდგენილიყოს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის. უფალმა დაგიცვათ თქვენ და თქვენი სამწყსო! ქრისტესმიერი სიყვარულით".- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ოკუპანტი ქვეყნის პატრიარქს დაბადების დღე 9 მართლმადიდებელი პატრიარქიდან მხოლოდ ორმა, საქართველოს და იერუსალიმის პატრიარქებმა მიულოცეს.
დღეს საქართველოში მიმდინარეობს ახალი ტიპის რუსუ...
უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გრანტე...
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
Mana press