თურქეთში 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 22 ადამიანი.
მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ დუზჯეში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ დედაქალაქ ანკარაში, სტამბოლში, იზმირში და სხვა პროვინციებშიც იგრძნობოდა.
როგორც ქვეყნის გეოლოგიური სამსახური იტყობინება, მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს 18 განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა.
დუზჯეში მიწისქვეშა ბიძგები 1999 წელსაც მოხდა, მაშინ 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწიძვრას 845 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press