რუსმა დამპყრობლებმა ზაპოროჟიეს რაიონში ვოლნიანსკის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება დაბომბეს, დაიღუპა ჩვილი,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ სტარუხი ავრცელებს.
მისი თქმით, ადგილზე იმყოფებიან მაშველები.
„ღამით რუსმა მონსტრებმა უზარმაზარი რაკეტებით დაბომბეს ვოლნიანსკის საავადმყოფოს პატარა სამშობიარო განყოფილება. გული მწუხარებით ივსება - მოკლეს ჩვილი, რომელიც ახლახან გაჩნდა. ადგილზე მაშველები იმყოფებიან",- წერს სტარუხი.
ცნობისთვის, რუსულმა ჯარებმა ახლახან გააძლიერეს დაბომბვა ფრონტის ხაზის ქალაქებსა და სოფლებზე ხარკოვის, ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულებით.
გარდა ამისა, გუშინ, 22 ნოემბერს სტარუხმა განაცხადა, რომ რუსების მიერ ორეხოვიეში, პურის რიგის დაბომბვას სოციალური მუშაკი ემსხვერპლა, ასევე დაშავდა ორი ადამიანი.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press