დღეს არის დღე, როდესაც ჩამოშლილი ტერიტორია, იდეით გამსჭვალულმა ადამიანებმა ამბიციურ სახელმწიფოდ აქციეს, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია „ვარდების რევოლუციის“ 19 წლისთავს.
მისი თქმით, დღეს არის დღე, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა მოახდინეს გარღვევა, რაც "რუსული იმპერიალისტური მიდრეკილებების მქონე ტერორისტულმა სახელმწიფომ ვერ აპატია".
"დღეს 23 ნოემბერია, გიორგობა, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღე, რწმენისა და ამ რწმენით გაძლიერების და ბოროტების დამარცხების დღე.
დღეს ვარდების რევოლუციიდან 19 წელი გავიდა, დღიდან, როდესაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ უძრაობა და კორუფციულ ჭაობში ჩაფლული სახელმწიფო მოძრაობისა და განვითარების სურვილით შეცვალა.
დღეს არის დღე, როდესაც ჩამოშლილი ტერიტორია, სადაც კრიმინალების თარეში, კორუფცია და სრული უპერსპექტივობა იყო, იდეით გამსჭვალულმა ადამიანებმა ამბიციურ სახელმწიფოდ აქციეს.
ქართულ რეფორმებზე მსოფლიომ დაიწყო საუბარი, მიშამ და მისმა გუნდმა მოახდინეს გარღვევა. სწორედ ეს ვერ აპატია მას რუსული იმპერიალისტური მიდრეკილებების მქონე ტერორისტულმა სახელმწიფომ, სწორედ ამიტომ, "რუსული ოცნების" პირობებში მიშა არის პუტინის პირადი ტყვე.
2002 წელს იყო სიბნელე, ახლაც ხელისუფლება ცდილობს დაგვტოვოს ისტორიის ბნელ მხარეს, თუმცა გვახსოვდეს - რაც უფრო გრძელი არის ღამე, მით უფრო ახლოსაა განთიადი",- განაცხადა მელიამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press