ერევანში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტისა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტის წინ, ოპოზიციური პარტია "ეროვნულ-დემოკრატიული პოლუსის" ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართა.
როგორც "რადიო თავისუფლების" სომხური ბიურო წერს, მსვლელობისას მონაწილეები სკანდირებდნენ „რუსეთი მტერია!“, "ОДКБ მტერია!".
აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებების დროს, რუსეთმა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ სომხეთის დასახმარებლად არაფერი გააკეთეს.
ოპოზიციური პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ОДКБ-ს წევრი არამეგობრული და „სომხეთისადმი მტრულად განწყობილი“ ქვეყნების ლიდერების, ამ შემთხვევაში კი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტს ღირსეული წინააღმდეგობა უნდა მოჰყვეს და აქციებს აანონსებენ.
ცნობისთვის, ОДКБ-ს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სხდომა სომხეთის დედაქალაქში დღეს, 23 ნოემბერს გაიმართება. ქვეყანაში უკვე ჩავიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, სომხეთში ელოდებიან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც. ყარაბაღის მეორე ომი დაიწყების შემდეგ, ეს პუტინის პირველი ვიზიტი იქნება სომხეთში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press