იერუსალიმში, ავტობუსის გაჩერებაზე ორი აფეთქება მოხდა. ქალაქის მერის მოადგილის, ფლერ ჰასან-ნახუმმას განცხადებით, დაშავებულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
პირველი აფეთქება ცენტრალურ ავტოსადგურთან, დაახლოებით, 7:00-საათისთვის მოხდა. მალევე გავრცელდა ინფორმაცია მეორე აფეთქების შესახებ.
ჯერჯერობით უცნობია, რას უკავშირდება ეს ორი ინციდენტი. იერუსალიმის პოლიცია თავდასხმის ვერსიას განიხილავს.
ადგილობრივი მედია ვარაუდობს, რომ აფეთქება, შესაძლოა, ჩანთაში დატოვებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამო მოხდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press