მტერმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა ტერორითა და მკვლელობით მიაღწიოს იმას, რასაც 9 თვის განმავლობაში ვერ მიაღწია და ვერც მიაღწევს, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკისა და ზაპოროჟიეს ოლქში ვოლნიანსკის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილების დაბომბვას.
ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთს მოუწევს პასუხისგება იმ ბოროტებისთვის, რაც უკრაინაში ჩაიდინა.
"ტერორისტული სახელმწიფო აგრძელებს ბრძოლას სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ. ვოლნიანსკის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ჩვილი დაიღუპა, ქალი კი დაშავდა. სავარაუდოდ, ჯერ კიდევ არიან ადამიანები ნანგრევების ქვეშ.
ოკუპანტებმა კუპიანსკში მაღალსართულიანი შენობა და პოლიკლინიკა დაბომბეს. ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი საავადმყოფოში მოხვდა. ყველა სერვისი მუშაობს", - აცხადებს ზელენსკი.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press