უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევის წმინდა მიძინების კიევ-პეჩორის ლავრაში, კორეცკის წმინდა სამების მონასტერსა და რივნეს რეგიონში, სარნენსკო-პოლისკის ეპარქიის შენობაში კონტრდაზვერვითი მოქმედებები დაასრულა.
უკრაინული მედია СБУ-ს პრესცენტრზე დაყრდნობით წერს, რომ აღმოჩენილია პრორუსული ლიტერატურა, რომელიც გამოიყენება სემინარიასა და სამრევლო სკოლებში ტრენინგის დროს, მათ შორის „რუსული სამყაროს“ პროპაგანდისთვის; ასევე აღმოჩენილია ფული - 2 მილიონზე მეტი გრივნა, 100 ათას დოლარზე მეტი და რამდენიმე ათასი რუსული რუბლი.
უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებების ფარგლებში, სულ 350-ზე მეტი ეკლესიის შენობა და 850 ადამიანი შემოწმდა. 50-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა პოლიგრაფიული ტესტი. СБУ-ს ცნობით, მათ შორის იყვნენ არა მხოლოდ უკრაინის მოქალაქეები, არამედ უცხოელები, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც ობიექტების ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.
"ზოგიერთმა მათგანმა საბუთების შემოწმებისას სსრკ-ის პასპორტები და სამხედრო ბილეთები წარადგინა, მათ საერთოდ არ ჰქონდათ დოკუმენტების ორიგინალი, არამედ მხოლოდ მათი ასლები, ან ჰქონდათ უკრაინის მოქალაქეების პასპორტები გაყალბების ან დაზიანების ნიშნებით“, - ნათქვამია ანგარიშში.
უსაფრთხოების სამსახური ასევე აცხადებს, რომ კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორიაზე იმყოფებოდა 32 წლის უკრაინელი, რომელიც პრორუსულ საინფორმაციო სააგენტო „ანტვანში“ მუშაობდა.
„ის არის ამავე სახელწოდების რუსული კომპანიის ANTVAN GROUP-ის მფლობელის - რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ო.ვ.ორლოვის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც უკრაინაში არაერთ მიწის ნაკვეთსა და საზოგადოებრივი კვების დაწესებულებას ფლობდა. ამ დროისთვის ეს ქონება სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში დაყადაღებულია“, - განაცხადეს სამართალდამცველებმა.
ცნობისთვის, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევ-პეჩორის ლავრასა და სხვა მონასტრებში ჩხრეკა გუშინ დაიწყო. აღნიშნულს უკვე გამოეხმაურა კრემლი და ლავრაში ჩხრეკას რუსულ მართლმადიდებლობასთან ომი უწოდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press