საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ვარდების რევოლუციის“ 19 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ფოტოს აქვეყნებს.
როგორც მერაბიშვილი წერს, დღეს საქართველო ზუსტად ისევე გაიმარჯვებს, როგორც 2003 წელს.
"23 ნოემბერი 2003. ახლაც ზუსტად ისევე გავიმარჯვებთ, როგორც მაშინ!",- წერს მერაბიშვილი.
ცნობისთვის, „ვარდების რევოლუციიდან“ 19 წელი გავიდა. დღეს აქტვისტები, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებისა და რუსული რეჟიმის დასრულების მოთხოვნით, თბილისსა და ბათუმში აქციას გამართავენ.
აქციის ორგანიზატორი „მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტია". სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ისინი თბილისში პარლამენტის წინ და ბათუმში ერას მოედანზე შეიკრიბებიან.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press