ევროპარლამენტის წევრებმა სტრასბურგში პლენარულ სესიაზე მიიღეს რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს.
რეზოლუციას მხარი 494-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 58, ხოლო 44-მა თავი შეიკავა.
დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს „გაფართოვდეს სანქციების ქვეშ მყოფი პირების სია“.
რეზოლუცია „მოუწოდებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანასა და პოტენციურ კანდიდატს, შეუერთდნენ ევროკავშირის სანქციების პოლიტიკას“.
ევროპარლამენტი ასევე იწვევს ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს "განიხილონ შესაძლო ზომები ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ დაეხმარონ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში".
ევროპარლამენტარების რეკომენდაციებს შორის არის „დაუყოვნებლივი და სრული ემბარგო ევროკავშირიდან რუსული წიაღისეული საწვავისა და ურანის იმპორტზე, ასევე „ჩრდილოეთის ნაკადი1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენების სრული უარყოფა.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის ფედერაციას ტერორისტულ რეჟიმად მოიხსენიებდა და გახდა პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა.
ამასთან, კვირის დასაწყისში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ გამოაქვეყნა რეზოლუცია, რომელიც რეკომენდაციას უწევს რუსეთის „ტერორისტულ რეჟიმად“ გამოცხადებას.
აღსანიშნავია ასევე, რომ ოქტომბერში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო მსგავსი რეზოლუცია.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press