უწყვეტი თავდასხმები ინფრასტრუქტურაზე მიმართულია იმისთვის, რომ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა სიცივესა და სიბნელეში დარჩეს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
როგორც მან Twitter-ზე დაწერა, რუსეთის აღნიშნული ტაქტიკა უკრაინისა და მისი პარტნიორების სიმტკიცეს ვერ დაარღვევს.
"უკრაინის მასშტაბით მილიონობით ადამიანი თავშესაფარშია, რადგან რუსეთმა ქვეყანა კიდევ ერთხელ დაბომბა რაკეტებით. ინფრასტრუქტურაზე უწყვეტი თავდასხმები მიმართულია იმისთვის, რომ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა სიცივესა და სიბნელეში დარჩეს. ეს შემზარავი ტაქტიკა ვერ დაარღვევს უკრაინისა და მისი პარტნიორების სიმტკიცეს", - წერს ბლინკენი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, რუსებმა გუშინ, 23 ნოემბერს კიევი კიდევ ერთხელ დაბომბეს. თავდასხმის შედეგად, დედაქალაქს წყლის მიწოდება შეუწყდა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ოკუპანტებმა 31 რაკეტა ისროლეს, მათგან 21 უკრაინულმა მხარემ ჩამოაგდო.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press